თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

GCCA-ის სასწავლო-კვლევითი ცენტრის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, თბილისის 182-ე, 75-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) სასწავლო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის 182-ე, 75-ე და პირველ ექსპერიმენტულ სკოლებში მომხმარებელთა უფლებებთან და კონკურენციის პოლიტიკის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შეხვედრები გაიმართა.

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, სკოლების მოსწავლეებმა მომხმარებლის უფლებების, კონკურენციის პოლიტიკის პრინციპების, ასევე სააგენტოს პრაქტიკაში არსებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

შეხვედრები ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეები სხვადასხვა თემით დაინტერესდნენ, მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონლაინ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხებს, რაზეც GCCA-ის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.