თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს – ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან Euronews: გერმანია ევროკავშირში ერთსულოვნების პრინციპის გაუქმებას ითხოვს, რათა გადაწყვეტილებების მიღების „ჩიხი” დასრულდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა – ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში
პოლიტიკა

გიგი თევზაძე: როგორც ჩანს, სახდეპი არ ენდობა ამ გაერთიანებას, რომელიც დღეს არსებობს – ოპოზიციამ აშშ-ს იმდენად ვერ გააგებინა რა უნდა, რომ ისინი იძულებული გახდნენ, ჩამოვიდნენ და ილაპარაკონ, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში

გიგი თევზაძე: როგორც ჩანს, სახდეპი არ ენდობა ამ გაერთიანებას, რომელიც დღეს არსებობს – ოპოზიციამ აშშ-ს იმდენად ვერ გააგებინა…

როგორც ჩანს, ახლანდელი მდგომარეობით, სახდეპი არ ენდობა ამ გაერთიანებას, რომელიც დღეს არსებობს. ეს ამას ნიშნავს, მეტს არაფერს ნიშნავს, – ასე აფასებს ილიაუნის ლექტორი, გიგი თევზაძე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას, რომელიც ამერიკის საელჩომ გაავრცელა.

თევზაძის თქმით, ოპოზიციამ აშშ-ს ვერ გააგებინა რა უნდა, ამიტომ, ისინი იძულებული გახდნენ საქართველოში ჩამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

„ძალიან დიდი ხანია ვამბობ და ვამბობდი სულ, რომ რა თქმა უნდა, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესში არის საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობა. ბოლოს, იმ ვითარებამდე მოვედით, რომ ოპოზიციამ იმდენად ვერ გააგებინა აშშ-სა და სახდეპს, რა უნდა, რომ ესენი იძულებული გახდნენ, რომ ჩამოვიდნენ და ილაპარაკონ, რომ ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში, ფაქტობრივად, ეს ამას ნიშნავდა. რა თქმა უნდა, თავისი გაფრთხილებებით მეორე მხარს,“ – აღნიშნა თევზაძემ.
მისივე განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმებას არსებული ვითარება დაახლოებით ჰგავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში იმედი აქვს, რომ მარკო რუბიო „თვალს ყველაფერზე არ დახუჭავს“.

„თუმცა, იმისთვის ვინც ელოდა რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან თითებს დაუქნევდნენ, დააბაკუნებდნენ – არ აქვთ მათ იმის დრო, რომ საქართველოში კიდევ ერთი დაპირისპირების ცენტრი გახსნან,“ – განაცხადა გიგი თევზაძემ.

თევზაძეს იმედი აქვს, რომ ამერიკული მხარე მომდევნო არჩევნებზე ზეგავლენას მოახდენს, ანუ „გააკონტროლებს“ მას, რათა გაყალბება არ დაუშვან.

„საბოლოოდ ასე ჩანს, რომ მოდი, რაღაცნაირად მოვილაპარაკოთ, მოდი, ვაიძულოთ რომ არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ ოპოზიციის ნაწილი მაინც შევიდეს პარლამენტში და მერე ვნახოთ. იმიტომ, რომ მათ [აშშ-ს] აშკარად სჭირდებათ ვიღაცები, ვისთანაც დაილაპარაკებენ და ეს ვიღაცები იქნებიან ხალხის მიერ არჩეულები. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ისინი შეეცდებიან, არჩევნებზე ზეგავლენა მოახდინონ ანუ, გააკონტროლონ და გაყალბება არ დაუშვან. მე ვფიქრობ, რომ რუბიოს ხალხი ასე ფიქრობს დღეს, რომ ასე უნდა მოხდეს“, – აცხადებს გიგი თევზაძე.

მსგავსი სიახლეები.

პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს… პოლიტიკა

პაატა ბურჭულაძე: ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს – ჩემი დიდი თხოვნაა, ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდეთ პატიმრობიდან

16 სთ წინ2 წთ
დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან… პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე: სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა – ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები

1 დღის წინ2 წთ
გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია… პოლიტიკა

გელა მთივლიშვილი: ის, რაც ვახო სანაიას გაუკეთეს, ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო, რომ 14 დღით დააპატიმრეს, იმაზე უარესია, ვიდრე მე რომ ხელყუმბარა მესროლეს წინა ხელისუფლების პირობებში

1 დღის წინ2 წთ