თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

გიორგი ქოჩორაშვილი ევროპული ლიგების საუკეთესოთა ხუთეულშია

გიორგი ქოჩორაშვილი ევროპული ლიგების საუკეთესოთა ხუთეულშია

გიორგი ქოჩორაშვილი მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით ევროპული ლიგების საუკეთესო მოთამაშეთა ხუთეულშია – ინფორმაციას სტატისტიკური გვერდი DataMB ავრცელებს.

გიორგიმ პორტუგალიის ჩემპიონატში „სპორტინგის“ 13 შეხვედრიდან მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, მათი ნაწილი კი – შეცვლაზე მიუხედავად ამისა, ქოჩორაშვილი მოგებული ორთაბრძოლების პროცენტული მაჩვენებლით პორტუგალიის ლიგაში საუკეთესოა, ტოპლიგებში კი – მეხუთე. მან ორთაბრძოლების 62.9 პროცენტი მოიგო.

საუკეთესო ნახევარმცველები მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით:

ჟორდი კლასი (ალკმაარი, 34 წლის) – 66.67%

ელეს სხირი (ფრანკფურტი, 30) – 64.52%

სანტიაგო კოლომბატო (ოვიედო, 28) – 64.39%

მანდელა კეიტა (პარმა, 23) – 63.64%

გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, 26) – 62.9%