გიორგი სარდალაშვილი აბუ დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე აბუ დაბის გრან სლემზე ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი (-60 კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ნახევარფინალში მონღოლ ენკტაივანთან იპონით წააგო და მესამე ადგილისთვის ბელგიელ ვერსტრაეტენს დაუპირისპირდება. მანამდე, მეოთხედფინალში სარდალაშვილმა ყაზახ ამინ ბაკიტჯანის სძლია.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები აბუ დაბის გრანდ სლემზე რვა სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

უახლესი

მსგავსი სტატიები