თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ტყუილზე: გრანტების მიღებას როდესაც აპირებს ორგანიზაცია, მათ უნდა მიიღონ წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისაგან – რა შუაშია ემიგრანტებისგან ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხა? მაგრამ თავიანთი ბინძური პროპაგანდით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გიორგი სოსიაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ტყუილზე: გრანტების მიღებას როდესაც აპირებს ორგანიზაცია…

საერთაშორისო ე.წ. გამჭვირვალობა, რომელიც არის სინამდვილეში აგენტურული ძალების ერთ-ერთი ძირითადი ორგანიზაცია ცდილობს, რომ როგორღაც საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, “გრანტების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებში პირდაპირ წერია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისგან, ემიგრანტების მიერ ოჯახებში გადმორიცხულ ფულს კი ეს კანონი არ ეხება, თუმცა, ამის მიუხედავად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა” ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

“[კანონში] პირდაპირ წერია, რომ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას როდესაც აპირებს ესა თუ ის ორგანიზაცია, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ უნდა მიიღონ წინასწარი ნებართვა ხელისუფლებისაგან. რა შუაშია აქ ემიგრანტების მიერ თავიანთი ოჯახებისთვის გადმორიცხული თანხა ან სპორტსმენების დაფინანსება? მაგრამ თავიანთი ბინძური პოლიტიკური პროპაგანდით ცდილობენ ჩვენი საზოგადოების – ახალგაზრდების, სტუდენტების, სპორტსმენების, მეცნიერების, შეცდომაში შეყვანას.” – განაცხადა სოსიაშვილმა.

გიორგი სოსიაშვილი ასევე გამოეხმაურა არასამთავრობოების უცხოურ მისამართებზე რეგისტრაციის ფაქტებს და აღნიშნა, რომ აგენტურამ ნამდვილი სახე გამოაჩინა მაშინ, როცა სახელმწიფომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო.

“აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ მიიღო კანონი გამჭვირვალობის შესახებ. როდესაც ადამიანი ებრძვის გამჭვირვალობას, იქ იკვეთება მისი ბუნება. ეს იყო მათი ნამდვილი სახე. მართალი ადამიანი, გამჭვირვალობის წინააღმდეგ, ბუნებრივია, ვერ და არ განეწყობა. რა აქვს დასამალი წესიერ, პატიოსან, მართალ ადამიანს?! “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებაც ამას ემსახურება, როდესაც ადამიანს უნდა თავისი ბნელი მიზნებისთვის ფულის მიღება და ქვეყანაში არეულობის დატრიალება, ის ვალდებულია, ჰკითხოს ხელისუფლებას, სახელმწიფოს, ამ გრანტების მიღების ნებართვას აძლევს თუ არა.
სახელმწიფომ თუ თვალი დახუჭა ამ თანხების შემოდინებაზე და ყველას ნება დართო, თავიანთი ბნელი მიზნებისთვის შემოიტანონ ეს ფული და პოლიტიკური პროპაგანდისთვის, საზოგადოებაზე გარკვეული ზეწოლის მოხდენისა და ადამიანების მოსყიდვისთვის, ჩვენ სახელმწიფო აღარ გვექნება და სუვერენიტეტიც ჩამოიშლება,” – აღნიშნა სოსიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

8 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

11 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ