— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
საქართველო

გორში, პარამედიკოსმა 75 წლამდე ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა

გორში, პარამედიკოსმა 75 წლამდე ქალბატონს გაჩერებული გული აუმუშავა და სიკვდილს გადაარჩინა


გორის სასწრაფო დახმარებისბრიგადამ 75 წლამდე ქალის სიცოცხლე გადაარჩინა. შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად” წერს.  

გორის სასწრაფო დახმარების მე-6 ბრიგადას გადაეცა გამოძახება მოტივით – ტკივილი გულმკერდის არეში.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 75 წლამდე ქალბატონი, რომელიც უჩიოდა გულმკერდში სიმძიმის შეგრძნებასა და ტკივილს, ირადიაციით მარცხენა ზედა კიდურში.

“პაციენტი ანამნეზში ქრონიკული დაავადებებს აღნიშნავდა, ასევე კორონარულ სტენტირებას და შუნტირებას. ანამნეზის სრულყოფილი შეკრების და პაციენტის ჩივილების საფუძველზე პარამედიკოსმა დალილა ემილიანოვმა მწვავე კორონარულ სინდრომზე მიიტანა ეჭვი, რაც დადასტურდა ელექტროკარდიოგრამაზე ასახული მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის სურათით.

სამედიცინო ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს შესაბამისი დახმარება.

პაციენტი კლინიკაში გადაყვანის წინააღმდეგი იყო, თუმცა ბრიგადის წევრების მიერ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსალოდნელი გართულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ დათანხმდა.

ფარზე გადაყვანის დროს, პაციენტმა გონება დაკარგა, შეწყვიტა სუნთქვა, მაგისტრალურ არტერიაზე გაქრა პულსი. დაუყოვნებლივ დაწყებულ იქნა მონიტორზე დაფიქსირებული პარკუჭოვანი ფიბრილაციის შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული რეანიმაციული ღონისძიებები. ელექტროშოკისა და უწყვეტად მიმდინარე ზეწოლებთან ერთად, პაციენტს მიეწოდებოდა საჭირო მედიკამენტები და ჟანგბადი. მესამე ელექტროშოკის შემდეგ, აღდგა გულისცემა და სუნთქვა, პაციენტი გონს მოვიდა და სტაბილური მდგომარეობითა და ნათელი ცნობიერებით შეყვანილი იქნა კლინიკაში, სადაც დაუდასტურდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა.

პაციენტი ამჟამად ბინაზეა გაწერილი და თავს კარგად გრძნობს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ