— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!
პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი- ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის განახლებული, ძლიერი სასწავლებელი იხილოს. ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება

გურამ ნიკოლაშვილი- ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის…
????????????????????????????????????????????????????????

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ის მიმოიხილავს ივანე ჯავახიშვილის ღვაწლს ქართული უნივერსიტეტის შექმნაში. ასევე, ყურადღებას ამახვილებს განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და განსახორციელებელ რეფორმებზე.

ნიკოლაშვილი ამბობს, რომ საჭიროა პირველი ქართული უნივერსიტეტის იდეის დაბრუნება და წერს, რომ თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა უნდა გააჩნდეს.

“1926 წელს ივანე ჯავახიშვილი საბჭოთა მმართველებმა მისივე დაარსებული ქართული უნივერსიტეტის რექტორობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით სასწავლებლიდან გაუშვეს, უნივერსიტეტი დაშალეს და მის ბაზაზე არაერთი პროფილური სასწავლებელი შექმნეს. ივანე ჯავახიშვილი საბოლოოდ მაინც 30-იანი წლების რეპრესიულ გარემოს შეეწირა და სტალინური პრემიაც სიკვდილის შემდგომ მიანიჭეს.

მეცხრამეტე საუკუნის განმანათლებელ ქართველთა სანუკვარი ოცნება, საქართველოში უნივერსიტეტი გახსნილიყო, მხოლოდ დიდი ივანეს თავდადებული მოღვაწეობითა და ძალისხმევით ასრულდა. თებერვლის რევოლუციისთანავე იგრძნეს დამფუძნებელმა მამებმა ეს მომენტი და საუნივერსიტეტოდ აშენებულ გიმნაზიის შენობაში დავითობა დღეს ივანე ჯავახიშვილის პირველი ლექცია გაისმა.

ივანე ჯავახიშვილი იყო უნივერსიტეტის იდეის სულისჩამდგმელი და ხორცშემსხმელი. მთელი ქართული მეცნიერება, ცოდნა, ათობით კვლევითი ინსტიტუტი და საგანმანათლებლო ქსელი თავის სათავეს ქართული უნივერსიტეტიდან იღებს. საქართველოში თანამედროვე განათლების საფუძველი და ქვაკუთხედი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყო.

გასაბჭოების წლებში ივანე ჯავახიშვილი იძახდა, რომ მას კიდევ ოთხი წელი ესაჭიროებოდა ახლადდაარსებული უნივერსიტეტისთვის მტკიცე სტრუქტურისა და გამართული ფაკულტეტების ასაწყობად. მას ეს არ დასცალდა. ბოლშევიკმა ფუნქციონერებმა ყველანაირად დევნეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს.

უნივერსიტეტის დაშლა, პოლიტიზება და ინსტრუმენტალიზება ყოველთვის იყო მმართველობის საბჭოთა ტრადიცია, რომელიც წარმატებით შეისისხლხორცა წინა, დამნაშავე ხელისუფლებამაც – “რეფორმირებული” სასწავლებლები რეჟიმის სამსახურში ჩააყენა და რეპრესიული აპარატის ნაწილად აქცია. გავიდა წლები, თუმცა განათლების სისტემა, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ინერციულობას საგრძნობი დროით ინარჩუნებს.

გვიანდელი საბჭოეთის ხანაშიც (ვინც იმ პერიოდს მოვესწარით), როდესაც დიპლომის ფლობამ რეალური განათლება ჩაანაცვლა, სასწავლებლები და ფაკულტეტები პრესტიჟის მიხედვით დაყო, ჩაწყობამ და პროტექციონიზმმა ტოტალური ხასიათი მიიღო, უმაღლესი განათლება ფიქციად იყო ქცეული და ცხოვრებისეულ მოთხოვნებს აცდენილი. ამ მანკიერების ინერცია ლამის დღემდე არსებობს.

აუცილებლად უნდა დამდგარიყო და დადგა კიდეც დრო, როდესაც პირველი ქართული უნივერსიტეტის იდეა უნდა დაბრუნდეს, მისი სულისკვეთება, მისი დამფუძნებლების ხედვა – ეროვნული, სახალხო და განმანათლებობაზე მიმართული სამეცნიერო კერის შექმნისა. საუკუნის წინ ბოლშევიკთა მიერ დევნილი ივანე ჯავახიშვილი თავის უნივერსიტეტში უნდა დაბრუნდეს და დამოუკიდებელი ქვეყნის განახლებული, ძლიერი სასწავლებელი იხილოს.

ეს არის არა მხოლოდ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების, არამედ მთელი განათლების რეფორმის სულისკვეთება. თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს შესაბამისი სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემა უნდა გააჩნდეს. ესაა საწინდარი ქვეყნის მომავლისა და მომავალი თაობებისა.”- წერს ნიკოლაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

1 სთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

1 სთ წინ3 წთ
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა პოლიტიკა

არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

3 სთ წინ2 წთ