— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ” – ეს მეტყველებს, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი. იმედის მაყურებელმა ყველაფერი იცის

გურამ ნიკოლაშვილი: სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით…

“ლურჯქურთუკიანმა” სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით და კომენტარით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ. ის, რასაც მალავს იმედი, ხელისუფლება, მთავრობა…”. მარტო ეს ეპიზოდი მეტყველებს ყველაზე ნათლად, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი და როგორ ვერ ცდება მათი მასშტაბი მათსავე ნაჭუჭს, – წერს თბილისის საკრებულოს წევრი, საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სიმონ ჯანაშიას მიაჩნია, რომ “იმედის” მაყურებელმა არ იცის ან დემონსტრაციების შესახებ, ან რევოლუციის თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, თუმცა, ტელეკომპანიის მაყურებელმა, ყველაფერი იმაზე უკეთ იცის, ვიდრე ჯანაშიას და მის თანამოაზრეებს ჰგონიათ.

“გახსნილი ტელედებატების შინაარსზე არანაკლებ საინტერესოა მასზე სხვადასხვა ჯგუფის რეაქცია. გაიხსნა მსჯელობა, დაიწყო პროცესი. რაკი უამრავი რამ ითქვა, მე “იმედის” გუშინდელი ეთერის ერთადერთ პასაჟზე გამიჩნდა გამოხმაურების სურვილი:
“ლურჯქურთუკიანმა” სიმონ ჯანაშიამ საგამზირე ხორცად გაწირული სტუდენტების ბანერები იმედის ეთერში იმგვარი დემონსტრაციულობით და კომენტარით აფრიალა, აშკარად ჩანდა პათოსი: “მე მინდა თქვენს მაყურებელს ვაჩვენო ის, რასაც გიმალავენ. ის, რასაც მალავს იმედი, ხელისუფლება, მთავრობა…”
მარტო ეს ეპიზოდი მეტყველებს ყველაზე ნათლად, როგორი ვიწროა ამ პარტიათა თვალსაწიერი და როგორ ვერ ცდება მათი მასშტაბი მათსავე ნაჭუჭს.
პატ. სიმონს მიაჩნია, რომ იმედის მაყურებელმა არ იცის ან დემონსტრაციების შესახებ, ან რევოლუციის, წინააღმდეგობების თუ ფსევდო-დამხობების შესახებ, ან დაკავებულ პირთა შესახებ, მათი სასამართლოებისა თუ სასჯელების შესახებ. ჩათვალა, რომ საჭიროა ინფორმირება და უმრავლესობისთვის პირში თქმა.
ოღონდ იმედის მაყურებელმა ყველაფერი იცის. და იცის იმაზე უკეთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. იცის რას ნიშნავს აკაცუკი, რისთვის დადიან ქუჩაში და ვის წისქვილზე ასხამენ წყალს. იცის ვინ დგას პროცესის უკან და რას ნიშნავს საგამზირე ხორცი.
იცის და არ მოსწონს, არც გეთანხმებათ, არც თანაგიგრძნობთ, რადგანაც სიმართლე არ იმალება და სწორედ სიმართლეა, რომლის მოსმენასაც უმრავლესობა ირჩევს. სიმართლე კი ჩვენს მხარესაა. მთავარი სიმართლე, რომ რეალობა რაშიც ვცხოვრობთ, ჩავარდნილი რევოლუციის სინამდვილეა.
აქედან მოდის რეიტინგი. პარტიისაც და მედიისაც.” – წერს გურამ ნიკოლაშვილი.