— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის
პოლიტიკა

გვარამია ბოკუჩავას: იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც

გვარამია ბოკუჩავას: იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან…

გვარამიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ “ნაცმოძრაობა”, “ოპოზიციის ალიანსის” საქმიანობაში ელემენტარულ მონაწილეობას მაინც მიიღებს. ამავე დროს, ის აღნიშნავს, რომ ბოკუჩავას მხრიდან პარტია “ახალში” არსებულ ტურბულენტობაზე საუბარი არასერიოზულია იმ ფონზე, რომ თავად “ნაციონალურ მოძრაობაში” ბოლო რამდენიმე წელია, სკანდალურად იცვლებიან თავმჯდომარეები.

“წარმატებას გისურვებ ამაში, მხოლოდ გამეხარდება, თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემა და ყველას და ყველაფრის გინებას მორჩება ენმ. იცი ამაზე ჩემი პოზიცია და არ გაგიკვირდება ჩემი კეთილი სურვილები. ასევე, იმედი მაქვს, ალიანსის საქმიანობაში რამე მონაწილეობას მაინც მიიღებთ, მიტინგზე გამოსასვლელად სცენასთან მოსვლის და სიტყვით გამოსვლის მოთხოვნის გარდა. რამეს, ელემენტარულს მაინც.
რაც შეეხება თამარ ბაღაშვილის კომენტარს მიშა სააკაშვილზე ჩემი თავდასხმის შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, სინამდვილეს არ შეესაბამება და სამწუხარო მოსასმენია.
PS ნაცმოძრაობა, სადაც სკანდალურად იცვლება თავმჯდომარეები ბოლო რამდენიმე წელია, სხვა პარტიაში ტურბულენტობაზე ლაპარაკობდეს, ძალიან არასერიოზულია,” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

თინა ბოკუჩავამ “ფორმულას” ეთერში განაცხადა: “არ მეგონა, რომ ამგვარ თავდასხმას ვიხილავდი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” ნიკა გვარამიას მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განპირობებული იმ შიდა პარტიული ტურბულენციით, რაც თავად “ახალშია”. ვფიქრობ, რომ ამ პერიპეტიებმა განაპირობა ის, რომ მან ამგვარი საჯარო განცხადება გააკეთა, მე ამას მივაწერ ასეთ განცხადებას, რომელიც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებული დამტოვა. რაც შეეხება “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, იქ საუბარი იყო რამდენად ქმედითუნარიანია თავად პარტია და ა.შ., მერწმუნეთ, ვინ ვინ და, მე გადასარევად მესმის, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ კიდევ უფრო ბრძოლისუნარიანი გახდეს პარტია.”