— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

„ჰაბლმა“ ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინა

„ჰაბლმა“ ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინა

კოსმოსურმა ტელესკოპმა „ჰაბლმა“ ახალი სახის კოსმოსური ობიექტის ნიმუში აღმოაჩინა. NASA-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მისი საფუძველია უვარსკვლავო და გაზით მდიდარი ბნელი მატერიის ღრუბელი.

აღმოჩენილი ნიმუში ​ გალაქტიკების ადრეული ფორმირების პერიოდის ნარჩენს წარმოადგენს. მას დროებით Cloud-9 („მეცხრე ღრუბელი“) უწოდეს. NASA-ში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს სამყაროში მსგავსი ობიექტის აღმოჩენის პირველი დადასტურებული შემთხვევაა.

„თეორიიდან ვიცით, რომ სამყაროს მასის უდიდესი ნაწილი ბნელი მატერიისგან უნდა შედგებოდეს, თუმცა ამ ბნელი მასალის აღმოჩენა რთულია, რადგან ის სინათლეს არ ასხივებს. Cloud-9 გვაძლევს იშვიათ შესაძლებლობას, დავინახოთ ღრუბელი, რომელშიც ბნელი მატერია დომინირებს“, – აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ, ენდრიუ ფოქსმა.

ღრუბელი დედამიწიდან 14 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ობიექტის ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 4,9 ათას სინათლის წელს შეადგენს. Cloud-9-ში არსებული წყალბადის გაზის მასა თითქმის მზის მასას მილიონჯერ აღემატება.

ბნელი მატერიის მასა ამ ღრუბელში დაახლოებით 5 მილიარდ მზის მასას უნდა იყოს. NASA-ში აღნიშნეს, რომ ეს აღმოჩენა გალაქტიკების ფორმირების, ადრეული სამყაროსა და ბნელი მატერიის ბუნების უკეთ გაგებაში დაეხმარებათ.