— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

იაპონიაში მამაკაცმა ლატარიაში 3.8 მილიონი დოლარი მოიგო და, ცოლისგან ფარულად, მდიდრული ცხოვრება დაიწყო

იაპონიაში მამაკაცმა ლატარიაში 3.8 მილიონი დოლარი მოიგო და, ცოლისგან ფარულად, მდიდრული ცხოვრება დაიწყო

იაპონიაში მამაკაცმა ლატარიაში 3.8 მილიონი დოლარი მოიგო და, ცოლისგან ფარულად, მდიდრული ცხოვრება დაიწყო. 66 წლის იაპონელი მამაკაცი მდიდრულ კურორტებზე მოგზაურობდა, ცხელ სამკურნალო წყაროებს სტუმრობდა და ძვირადღირებული მანქანაც კი იყიდა, რომელსაც მიწისქვეშა ავტოსადგომზე მალავდა.

მედიის ინფორმაციით, მან ცოლს მოგების შესახებ არ უთხრა, რადგან ის ეკონომიური ცხოვრების მოყვარული იყო – ცოლი მკაცრად აკონტროლებდა ოჯახის ფინანსებს და ქმარს ალკოჰოლის ყიდვას უკრძალავდა.

ეჭვის თავიდან ასაცილებლად, მამაკაცი მეტროთი მგზავრობას განაგრძობდა, ძველ ტანსაცმელს ატარებდა და მეგობრებს გაურბოდა.

თუმცა, მისმა ფარულმა,მდიდრულმა ცხოვრების წესმა, საბოლოოდ უარყოფითად იმოქმედა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რამაც დანაშაულისა და მარტოობის გრძნობა განუვითარა.

ბოლოს, მამაკაცმა ფინანსურ მრჩეველს მიმართა და მოგებიდან თითქმის 3.2 მილიონი დოლარი სადაზღვევო ანგარიშზე გადარიცხა, ბენეფიციარებად კი მეუღლე და შვილები მიუთითა.