თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია – მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების გარანტია

ირაკლი კირცხალია: ბიძინა ივანიშვილის სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა…

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია, პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, 70 წლის იუბილეს ულოცავს.

ირაკლი კირცხალია ბიძინა ივანიშვილს უსურვებს დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას ქვეყნის სასიკეთოდ.

კირცხალიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის სახელი უკავშირდება იმ ეტაპს, როდესაც საზოგადოებამ თანამედროვე საქართველოში “მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია.”

“დღეს ქართველი ერისკაცის, “ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა.

მისი სახელი თანამედროვე საქართველოს იმ ეტაპს უკავშირდება, როდესაც საზოგადოებამ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარების ახალი შესაძლებლობები აირჩია.

ამ არჩევანის უკან კი დგას ადამიანი, რომელმაც საკუთარი რესურსი და დიდი გამოცდილება ქვეყნის და ხალხის სამსახურისთვის გამოიყენა.

მისი ხედვა და ღირებულებები ჩვენი პოლიტიკური გუნდის საფუძველია, რომელიც ქვეყნის მშვიდობის, სტაბილურობისა და ეროვნული ინტერესების გარანტია.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვუსურვებ დღეგრძელობას და ყველა დასახული მიზნის შესრულებას, საქართველოს საკეთილდღეოდ,”- წერს ირაკლი კირცხალია.