— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი მოხვდა

ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი მოხვდა

ისტორიაში პირველად, კოსმოსში წელს ქვემოთ პარალიზებული ადამიანი იმყოფებოდა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) ინჟინერი, გერმანელი მიკაელა ბენტჰაუსი ამერიკული კომერციული კომპანია Blue Origin-ის მიერ ორგანიზებული ხანმოკლე კოსმოსური ექსპედიციის ექვსკაციანი ეკიპაჟის წევრი იყო. მისი ფრენა ხომალდ New Shepard-ით 11 წუთს გაგრძელდა.

„სიმართლე გითხრათ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მაგარი გამოცდილება იყო“, – განაცხადა ბენტჰაუსმა დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ. გერმანიის ქალაქ კილის მკვიდრი, 33 წლის ქალი 2018 წელს ველოსიპედიდან გადმოვარდნის შემდეგ წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა და მას შემდეგ ეტლით გადაადგილდება.

„ვფიქრობ, საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს უნდა თქვათ. ყოველთვის არსებობს მათი ახდენის მცირე შანსი“, – თქვა ბენტჰაუსმა, რომელიც კოსმოსში ამერიკელი მილიარდერის, ჯეფ ბეზოსის კუთვნილი Blue Origin-ის მე-16 პილოტირებული ფრენის ფარგლებში მოხვდა. კომპანიის მონაცემებით, რამდენიმე წლის განმავლობაში კოსმოსურ ექსპრეს-ფრენებში მონაწილეობა დაახლოებით 80-მა კლიენტმა მიიღო.