— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

ჯანდაცვის სამინისტრო: მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები 10-ჯერ გაიაფდა

ჯანდაცვის სამინისტრო: მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო…

მას შემდეგ, რაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს სახელმწიფო ახორციელებს, პრეპარატები, რიგ შემთხვევაში, 10-ჯერ გაიაფდა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისრტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წამლებით უკვე მომარაგებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები, პარალელურად, მიმდინარეობს სააფთიაქო ქსელების მარაგების შევსება.

„რეფორმა ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარების პრევენციას ისახავს მიზნად, ამასთანავე, უზრუნველყოფს პრეპარატების ხელმისაწვდომობას, იმ პირებისთვის, ვინც მათ რეალურად საჭიროებს.

რეფორმის გატარების პროცესში, მნიშვნელოვანი გარემოებები გამოიკვეთა: ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კერძო იმპორტიორები, მედიკამენტების რეალიზაციას 30%-დან 810%-მდე ფასნამატით ახორციელებდნენ. აღნიშნულს ემატებოდა, საცალო სააფთიაქო ქსელში არსებული ფასნამატი. შედეგად, მედიკამენტები, ზოგ შემთხვევაში, რეალურ ღირებულებაზე 10-ჯერ ძვირად იყიდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფომ, საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიებთან, რიგ მედიკამენტებზე, პირდაპირი გზით შესყიდვის შეთანხმებას მიაღწია, რაც პრეპარატების ფასს დამატებით შეამცირებს. გატარებული ცვლილებების შედეგად, ფასწარმოქმნის პროცესი სამართლიანი და სისტემურად მოწესრიგებული გახდა.

სახელმწიფომ დაადგინა გონივრული საბითუმო და საცალო ფასის ზედა ზღვარი, რაც მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. რამდენიმე პოზიციაზე ღირებულება 7-10-ჯერ შემცირდა.

მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტების რაციონალური მოხმარების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო მკაცრად აკონტროლებს ფსიქოტროპული პრეპარატების გაცემასა და რეალიზაციას. მათი გაცემა პაციენტზე დაშვებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების სრული დაცვით. ნებისმიერი გადაცდომისა და არაკეთილსინდისიერი ქმედების შემთხვევაში სამინისტროს ექნება კანონით განსაზღვრული მკაცრი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა – გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და 15 აგვისტოდან, სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო, უფასოდ აწვდის. რეფორმის ფარგლებში, აიკრძალა კერძო კომპანიების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი, რის შემდეგაც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა გახდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ