— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

ჯიღაურაში შალვა ხეცურიანის „სომელიეს სკოლის“ სასწავლო ჯგუფისთვის სემინარი გაიმართა

ჯიღაურაში შალვა ხეცურიანის „სომელიეს სკოლის“ სასწავლო ჯგუფისთვის სემინარი გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე შალვა ხეცურიანის „სომელიეს სკოლის“ სასწავლო ჯგუფისთვის თემატური თეორიულ-პრაქტიკული სემინარი გაიმართა. სემინარს ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობდა.

ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურაში არსებული ამპელოგრაფიული კოლექციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს უნიკალური გენეტიკური რესურსების დაცვა-შენარჩუნებისა და მათი კვლევის მიმართულებით ცენტრის საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო ვაზის ჯიშების შესწავლის, მათი ადაპტაციის შეფასების და ინოვაციური მიდგომების დანერგვის იმ პრაქტიკას, რომელსაც ცენტრი მრავალწლიანი კვლევითი საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს. ლევან უჯმაჯურიძემ ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლს როგორც მევენახეობის, ისე მცენარეთა გენეტიკური რესურსების კვლევისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

სემინარის პრაქტიკული ნაწილი ეხებოდა ვენახის გაშენების ძირითად ეტაპებს – ნიადაგის ფიზიკური მახასიათებლების განსაზღვრას, დაგეგმარების პრინციპებს, ნერგის შერჩევის კრიტიკულ მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სერტიფიცირებული სარგავი მასალის გამოყენებაზე, რომელიც ვენახის ჯანმრთელობისა და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა.

ვენახში ჩატარებული პრაქტიკული დემონსტრაციის დროს მონაწილეები გაეცნენ მწვანე ოპერაციების შესრულების პრინციპებს, ვაზის ფორმირების ძირითად მიდგომებსა და აგროტექნიკური სამუშაოების თანამედროვე ტექნოლოგიებს.

სემინარი სასწავლო ჯგუფისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენდა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებისა და სამეცნიერო სფეროსთან თანამშრომლობის გაძლიერების თვალსაზრისით.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ