ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards 2025-ის „წლის საუკეთესო ფეხბურთელისა“ და „წლის საუკეთესო თავდამსხმელის“ ნომინაციების ფინალისტია

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards 2025-ის „წლის საუკეთესო ფეხბურთელისა“ და „წლის საუკეთესო თავდამსხმელის“ ნომინაციების ფინალისტია.

Globe Soccer Awards-მა 2025 წლის ფინალისტები ოფიციალურად გამოაცხადა. ხვიჩა კვარაცხელია ერთდროულად მოხვდა როგორც წლის საუკეთესო ფეხბურთელის, ასევე წლის საუკეთესო თავდამსხმელის ნომინაციების ფინალურ სიაში. ჯილდო 2010 წელს დაარსდა UEFA-ს, ევროპის კლუბთა ასოციაციისა და ევროპის ფეხბურთელთა ასოციაციის ინიციატივით. ნომინანტების პირველადი შერჩევის შემდეგ, ფინალისტთა სია გულშემატკივრების ხმის მიცემის საფუძველზე დაკომპლექტდა. გამარჯვებულებს კი საბოლოოდ გულშემატკივრები და ჟიური ერთობლივად გამოავლენენ. ჟიური შედგება ყოფილი ფეხბურთელებისგან, მწვრთნელებისგან, აგენტებისა და ჟურნალისტებისგან.

შეფასება ხდება 2025 წლის მიხედვით, რაც მოიცავს წინა სეზონის მეორე ნახევარს და 2025/2026 წლების სეზონის დასაწყისს. გამარჯვებულების ვინაობა 2025 წლის 28 დეკემბერს გახდება ცნობილი.

Globe Soccer Awards 2025-ის ფინალისტები :

2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი:

უსმან დემბელე

დეზირე დუე

ერლინგ ჰოლანდი

აშრაფ ჰაკიმი

ვინისიუს ჟუნიორი

ხვიჩა კვარაცხელია

რობერტ ლევანდოვსკი

კილიან მბაპე

ნუნუ მენდეში

კოულ პალმერი

პედრი

რაფინია

მოჰამედ სალაჰი

ვიტინია

ლამინ იამალი

2025 წლის საუკეთესო თავდამსხმელი:

უსმან დემბელე

ჰარი კეინი

ხვიჩა კვარაცხელია

რობერტ ლევანდოვსკი

კილიან მბაპე

რაფინია

მოჰამედ სალაჰი

ლამინ იამალი

უახლესი

მსგავსი სტატიები