ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეებს უმასპინძლეს

ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე ქუთაისის, თერჯოლის, სამტრედიისა და ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრების სერვისით მოსარგებლეებს უმასპინძლეს. ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს.

„ტორპედოს“ ცნობით, ბავშვები მთავარი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ, შეხვდნენ ფეხბურთელებს, ერთად ბურთიც გააგორეს, შემდეგ კი „შენგელია არენა“ მოინახულეს. ტორპედოელებმა პატარა გულშემატკივრები შაბათს „დინამო თბილისთან“ გასამართ ქართულ „კლასიკოზეც“ დაპატიჟეს.

ამავე დროს, გუნდის ხელმძღვანელობამ გავარცელა განცხადება, საიდანაც ირკვევა, რომ „ტორპედოს“ საშინაო შეხვედრებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტადიონზე გამოყოფილი იქნება სპეციალური ადგილები. აღნიშნული პირები შეძლებენ მატჩს დაესწრონ თანმხლებ პირთან ერთად.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტადიონზე შექმნილი გარემო ხელმისაწვდომი, კომფორტული და უსაფრთხო იყოს თითოეული გულშემატკივრისთვის“, – ვკითხულობთ „ტორპედოს“ გავრცელებულ განცხადებაში

უახლესი

მსგავსი სტატიები