ლა-მანშის სრუტის გადაცურვის დროს, მიგრანტების ნავიდან ბავშვი გადავარდა და დაიღუპა. მიგრანტები ბრიტანეთში მიემართებოდნენ. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
საფრანგეთის საპორტო ქალაქ ბულონ-სიურ-მერის პროკურორის, სესილ გრესიეს თქმით, ბავშვის ცხედარი ეკოს სანაპიროზე გამოირიყა.
“გამოძიება გარდაცვალების გარემოებების დასადგენად დაიწყო. მსხვერპლის ასაკი და ეროვნება ჯერ დადგენილი არ არის“, – განაცხადა სესილ გრესმა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეთაურმა, ჯონათან კარუსომ განაცხადა, რომ იმავე ნავიდან წყალში გადავარდნილი 48 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. მისი განმარტებით, მგზავრთა ნაწილის წყალში გადავარდნის შემდეგ, ნავმა ბრიტანეთის მიმართულებით სვლა განაგრძო და ბორტზე დაახლოებით 50 ადამიანი დარჩა.


