— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: პრემიერისინიციატივაჯანსაღდისკუსიასთანდაკავშირებით, ემსახურებაიმას, რომსაზოგადოებამმოისმინოსარგუმენტებიორივემხარისგანდაშემდგომგააკეთოსდასკვნები – რადიკალებიუპირისპირდებიანხელისუფლებისნებისმიერინიციატივასუარგუმენტოდდაცდილობენმოატყუონსაზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: პრემიერისინიციატივაჯანსაღდისკუსიასთანდაკავშირებით, ემსახურებაიმას…

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს.

მაჭავარიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ემსახურება საზოგადოების მიერ ორივე მხარისგან არგუმენტების მოსმენას, მაგრამ ოპოზიციისგან მაყურებელი მხოლოდ „უარგუმენტო ზღაპრებს“ ისმენს.

“„იმიტომ“ გახდა რადიკალების არგუმენტების ერთგვარი სიმბოლო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი გამჭვირვალობის ქართული კანონის მიღებისას ვეტოს მოტივებს ასაბუთებდა. კონკრეტულ კითხვებზე, თუ რატომ იყო ესა თუ ის მუხლი მიუღებელი, პასუხი იყო „იმიტომ“.

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება. „რუსული კანონი“, „რუსული ხელისუფლება“, „რუსული შობა“, „ჩელიაბინსკი“, „არაბიზაცია“, „ნარკოტიკებთან მაგათი ბრძოლის არ მჯერა“, „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არა ის…“ და ა.შ.

დროის გარკვეული პერიოდი, ზემოაღნიშნული, რაღაც დოზით გამოსდიოდათ, თუმცა დღეს მათ უარგუმენტო ზღაპრებს მხოლოდ მათივე ე.წ „ბაბლი“ იჯერებს.

როდესაც არგუმენტებს სთხოვ, უზრდელურ საქციელსა და ფაშიზმისადმი სერიოზულ მიდრეკილებას ავლენენ.

პრემიერის ინიციატივა, ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან და შემდგომ გააკეთოს თავისი დასკვნები.

დღევანდელ დებატებს, რაც შეეხება, ჩვენმა მოქალაქეებმა თავად განსაჯონ, თუ რომელი მხარისგან მოისმინეს არგუმენტები,“- წერს ლევან მაჭავარიანი.