— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ნინო წილოსანი დებატებზე: ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ

ნინო წილოსანი დებატებზე: ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მან ხელისუფლების ოპონენტების გამოსვლები შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან არგუმენტი არ ყოფილა.

„“იმედზე” გამართული დებატების მარტივი შეჯამება ასეთია..

პრემიერ-მინისტრის სერიოზული ხედვა და მნიშვნელოვანი რეფორმა. ნული არგუმენტი ოპონენტების მხრიდან. სწორედ ამიტომ არ სურდათ დებატებში მონაწილეობა, ხვდებოდნენ, რომ ასეთი გაცამტვერება ელოდათ წინ…

თან არ გამოტოვოთ ის ფაქტი, რომ იქ წარმოდგენილი ოპონენტები მათი ყველაზე “ინტელექტუალური” რესურსია… წარმოდგენაც არ მინდა სხვები რა უსუსური სანახავები იქნებოდნენ

სულ დამავიწყდა, ბანერების ფრიალში და კონსტიტუციის მუხლებით აპელირებაში, თანაც ისე, რომ გონზე არ არიან. რას ნიშნავს ეს მუხლები – ამაში ნამდვილად ძლიერები არიან“- წერს წილოსანი.