— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს

ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს

ლიეტუვის სეიმი დეზინფორმაციის გავრცელებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მათი ცნობით, სეიმმა დაიწყო ხუთი საკანონმდებლო შესწორების განხილვა, რომელიც დეზინფორმაციის, აგრესიული ომის პროპაგანდის კრიმინალიზაციას და ე.წ. SIM-ფერმების გამოყენების აღკვეთას ისახავს მიზნად.

როგორც შესწორებების ავტორმა, კონსერვატორმა დაივა ულბინაიტემ აღნიშნა, ეს საკანონმდებლო პაკეტი „ქვეყნის საინფორმაციო ფარის შექმნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია“.

პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში შედის შესწორება, რომლითაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება მტრული სახელმწიფოს საინფორმაციო საქმიანობისთვის, ასევე აგრესიული ომის საჯარო წაქეზების, გამართლების ან პროპაგანდისთვის. ამ დანაშაულებისთვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წლამდე ვადით.

ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჯარიმა 200-დან 3 000 ევრომდე იქნება. ასევე იგეგმება პასუხისმგებლობის დაწესება ავტომატიზებული „SIM-ფერმების“ გამოყენებისთვის. ესაა სპეციალური მოწყობილობები, რომლებიც დიდი რაოდენობით SIM-ბარათებს იყენებენ ზარებისა და ტექსტური შეტყობინებების გადამისამართების ან მიღებისთვის, რაც დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით ხდება.

„ეს მოწყობილობები ფართოდ გამოიყენება თაღლითობისთვის, ყალბი შეტყობინებების გასავრცელებლად, ავტომატიზებული მანიპულაციებისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებისთვის“, – ამბობს საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი.

ამასთან, შესწორებების მიზანია ჟურნალისტური ეთიკის ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილების გაფართოება, რათა უწყებას შეეძლოს პლატფორმებისთვის მითითებების მიცემა საშიში ინფორმაციის წაშლის ან მასზე წვდომის დაბლოკვის შესახებ.

ცვლილებები ასევე შევა ინფორმაციული საზოგადოების სერვისების შესახებ კანონშიც, რაც სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპლატფორმებს, სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნით, ინფორმაციის წაშლას ან მასზე წვდომის შეზღუდვას დაავალდებულებს. შესწორებების წარდგენის შემდეგ მას მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, შვიდი წინააღმდეგ წავიდა, 13-მა თავი შეიკავა. ამის შემდეგ პროექტებს კულტურის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ასევე სამართლისა და მართლწესრიგის კომიტეტები განიხილავენ.

ამას გარდა, ამ კვირაში ლიეტუვის სეიმში ასევე შეიქმნა დროებითი საპარლამენტო ჯგუფი დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ქვეყნის საინფორმაციო მდგრადობის გაძლიერებისთვის. გარდა ამისა, კულტურის სამინისტროში მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა, რომელმაც დეზინფორმაციასა და მანიპულაციებთან ბრძოლის გეგმა უნდა შეიმუშაოს.