— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
მსოფლიო

მედია: ირანმა ომანში გამართულ მოლაპარაკებებზე ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე უარი თქვა

მედია: ირანმა ომანში გამართულ მოლაპარაკებებზე ურანის გამდიდრების შეწყვეტაზე უარი თქვა

ომანში გამართული მოლაპარაკებების დროს თეირანმა უარყო აშშ-ის მოწოდება საკუთარ ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს რეგიონულმა დიპლომატმა განუცხადა, რომელიც თეირანისგან მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.

მიუხედავად ამისა, ირანული მხარე აცხადებს, რომ მზად არის განიხილოს გამდიდრების „დონე და სისუფთავე“ ან რეგიონული კონსორციუმის შექმნის საკითხი.

თეირანში მიიჩნევენ, რომ ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა „გაიგეს ირანის პოზიცია გამდიდრებასთან დაკავშირებით“ და თეირანის მოთხოვნების მიმართ მოქნილობა გამოიჩინეს.

წყაროს ინფორმაციით, ირანის სარაკეტო შესაძლებლობების საკითხი მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ ყოფილა და მხარეებს ამაზე არ უმსჯელიათ.