— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

მეცნიერებმა კანადაში 1,4 მილიარდი წლის წინანდელი ჰაერი აღმოაჩინეს

მეცნიერებმა კანადაში 1,4 მილიარდი წლის წინანდელი ჰაერი აღმოაჩინეს

კანადაში დედამიწაზე ოდესმე ნაპოვნი ყველაზე ძველი ჰაერი აღმოაჩინეს. კვლევა, რომელიც რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (აშშ) მეცნიერებმა ასპირანტ ჯასტინ პარკისა და პროფესორ მორგან შალერის ხელმძღვანელობით ჩაატარეს, ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ონტარიოში ნაპოვნი ქვის მარილის კრისტალების ასაკი დაახლოებით 1,4 მილიარდ წელს შეადგენს – ისინი სუბტროპიკული ტბის აორთქლების შედეგად წარმოიქმნენ. მარილის უმცირეს ღრუებში ჩაჭედილმა მარილწყლის ჩანართებმა და ჰაერის ბუშტუკებმა ძველი ატმოსფეროს შემადგენლობა შემოინახეს. ნიმუშები მთელი ამ დროის განმავლობაში დალექილ ქანებში იზოლირებული რჩებოდა.

მკვლევართა ძირითადი ამოცანა ჩანართებში აირების შემადგენლობის ზუსტი განსაზღვრა იყო. სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ აირები მარილწყალსა და ჰაერის ბუშტუკებში ერთდროულად იმყოფებოდა, რაც გაზომვებზე გავლენას ახდენდა. ცდომილებების გამოსარიცხად, მეცნიერებმა მონაცემთა კორექტირების სპეციალური მეთოდიკა შეიმუშავეს. მიღებული შედეგები მეზოპროტეროზოული ეპოქის ატმოსფეროს შემადგენლობის პირდაპირ მტკიცებულებებს იძლევა.

ჟანგბადის გაზრდილი შემცველობა ეჭვქვეშ აყენებს მრავალუჯრედიანი ცხოველების გაჩენის დროს, რომლებიც გავრცელებული თეორიების თანახმად, მოგვიანებით წარმოიქმნენ.