მისია Artemis 2 სტარტს მიმდინარე კვირას აიღებს

NASA-ს მისია Artemis 2 მთვარისკენ გასაფრენად ემზადება. კომპანია Boeing-ის რაკეტა სტარტს ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან, 1 აპრილს აიღებს.

10-დღიანი მისიის ფარგლებში 4 ასტრონავტი (აშშ-ის სამი მოქალაქე – რიდ ვაისმენი, ვიქტორ გლოვერი და კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემინ ჰანსე) მთვარეს წრეს დაარტყამს. მისიის მთავარი ამოცანაა კოსმოსური ხომალდ „ორიონის“ სიცოცხლის უზრუნველყოფის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სისტემების გამოცდა რეალურ ფრენაში. ფრენა გზას გაუკაფავს მისიებს Artemis 3 და Artemis 4 – ამ უკანასკნელის ფარგლებში ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაბრუნდნენ.

ეს იქნება მთვარის გარშემო პირველი პილოტირებული ფრენა 1972 წლის დეკემბრის შემდეგ

უახლესი

მსგავსი სტატიები