ჩეხეთში კრივის 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკრივე ელნურ აბდულაევმა (75 კგ) ფინალი ინგლისელ ჰარისონ ოლივიერ მალესთან დათმო და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა სამი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით, ბიჭებში კი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. ჩემპიონობა იზეიმეს ლუკა ჩხიკვაძემ (60 კგ), აკაკი ბასარიამ (70 კგ) და ზუკა ჭოჭუამ (65 კგ), ვიცე-ჩემპიონი კი დავით მხეცაძე (80 კგ) გახდა.
ზუკა ჭოჭუამ საქართველოს ნაკრებს ისტორიული, სარეკორდო, მესამე ოქრო მოუტანა.
სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობდნენ.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.


