— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ასტრონავტების ევაკუაცია განახორციელა

NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ასტრონავტების ევაკუაცია განახორციელა

საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ისტორიაში პირველი სამედიცინო ევაკუაცია განხორციელდა, მას შემდეგ, რაც სადგური დედამიწის ორბიტაზე 1998 წელს გაუშვეს. ოთხმა ასტრონავტმა სადგური განსაზღვრულ ვადაზე ერთი თვით ადრე დატოვა.

ასტრონავტები, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც Crew 11 (ეკიპაჟი 11), კალიფორნიის სანაპიროსთან ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით გამთენიისას დაეშვებიან. ასტრონავტები – მაიკ ფინკი და ზენა კარდმანი, იაპონელი კიმია იუი და კოსმონავტი ოლეგ პლატონოვი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 1 აგვისტოს ჩავიდნენ. მათი 6,5-თვიანი მისია თებერვალში უნდა დასრულებულიყო.

NASA-ს განცხადებით, მათი მისია ნაადრევად ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეწყდა. სააგენტოს არ გაუმჟღავნებია დეტალები იმის შესახებ, თუ რომელ ასტრონავტზეა საუბარი ან რა ტიპის სამედიცინო პრობლემა შეიქმნა, თუმცა აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე კონტროლი რუს კოსმონავტს, სერგეი კუდ-სვერჩკოვს და ეკიპაჟის კიდევ ორ წევრს გადაეცა.