ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე გამოსვლა დაასრულა

ჩინეთის ქალაქ ჯინგშანში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩთან ორ სეტში, 1:6, 0:6 დამარცხდა.

აღნიშნულ ტურნირამდე ქართველი ჩოგბურთელი ჩენდუს ATP-ის შეჯიბრებაზე გამოდიოდა, სადაც მეოთხედფინალში გასვლაც მოახერხა და მსოფლიო რეიტინგის მე-9 ნომერთან, იტალიელ ლორენცო მუზეტისთან წააგო.

ამჟამად ATP-ის მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი მე-100 პოზიციას იკავებს. ასეულის წევრი ქართველი 2021 წლის შემდეგ პირველად გახდა.

უახლესი

მსგავსი სტატიები