თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი – ნათლად გამოჩნდა, რომ პოლიტიკური ქვეტექსტი ამოძრავებს ოპოზიციურად განწყობილ აკადემიურ წრეს, პროვოკაციული აქცენტები, ან საფუძველს მოკლებული ფოტო ილუსტრაციები, გათვლილი იყო არაინფორმირებულ სეგმენტზე, რომლითაც სპეკულირებს მარგინალური ოპოზიცია

ლადო სადღობელაშვილი: ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი – ნათლად გამოჩნდა, რომ…

ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, სულ სხვა დონეზეა ვიდრე ფულის ტომარებზე შემომჯდარი და სახელმწიფო ქონება მიტაცებული ე.წ. აკადემიური წრე, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, “იმედის” ეთერში გასული დებატების შესახებ.

მისი განცხადებით, ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი, რასაც, სადღობელაშვილის თქმით, მომავალში ჩატარებული კვლევების შედეგებიც აჩვენებს.

“გუშინდელი „დებატების“ შესახებ!
განათლების მინისტრის კომპეტენცია ძალიან მაღალ დონეზეა როგორც დარგის ხელმძღვანელის, როგორც ადამიანის, რომელსაც წლები აქვს ნამუშევარი ამ სფეროში, გრძნობს და ხედავს შიგნიდან სისტემას და მოწადინებულია მის გაჯანსაღებაზე!
პრემიერი — კომპეტენტურია, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი და თუ ვინმეს შეიძლება ეწოდოს სუპერ მენეჯერი, ანდა სუპერ პრემიერ მინისტრი, ან რეფორმატორი და საქმის მცოდნე ეს ირაკლი კობახიძეა. მას აქვს კარგად გააზრებული, მკვეთრი ხედვა და გეგმა ქვეყნის განვითარების, რომელსაც უბადლოდ მიჰყვება.
რაც შეეხება დებატებს:
ეს იყო აკადემიური დონის დებატები, რომელსაც საზოგადოება მოწყურებულია! ეს იყო ცოცხალი პროცესი, რომელიც ყველა პლატფორმაზე უნდა მიმდინარეობდეს.
რაც მთავარია, დებატებმა „იმედის“ ტრადიციული მაყურებელი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ სახელისუფლებო გუნდი გაცილებით მაღლა დგას, სულ სხვა დონეზეა ვიდრე ფულის ტომარებზე შემომჯდარი და სახელმწიფო ქონება მიტაცებული ე.წ. აკადემიური წრე, აღარაფერს ვამბობ ე.წ. ოპოზიციაზე რომელიც ჩვეულებრივ მარგინალებსაა დამსგავსებული! ასეთი ტიპის ეთერებით სამთავრობო გუნდი მაქსიმალურად მიიზიდავს ე.წ. ნეიტრალურ მაყურებლის დიდი ნაწილის. სწორედ ამ ადამიანების განწყობა და აზრია გადამწყვეტი სამომავლოდ!
რაც შეეხება უშუალოდ პროცესს:
ნათლად გამოჩნდა რომ პოლიტიკური შინაარსი და ქვეტექსტი ამოძრავებს ოპოზიციურად განწყობილ აკადემიურ წრეს! თუნდაც ის პროვოკაციული აქცენტები, ან საფუძველს მოკლებული ფოტო ილუსტრაციები იყო არა ინფორმირებულ სეგმენტზე გათვლილი, რომლითაც სპეკულირებს მარგინალური ოპოზიცია! პასუხი გაეცა მიქანაძეს წარსულთან დაკავშირებული კითხვებსაც… ცხადია რომ ამ და წინა დებატებში გამარჯვებული არის ირაკლი კობახიძე და სამთავრობო გუნდი! დარწმუნებული ვარ ამას მომავალში ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს!
დამეთანხმებით ნამდვილად სასიამოვნო მოსასმენია როდესაც დარგის მინისტრები სუპერკომპეტენტურები არიან, ძალიან მაგარია როდესაც მათ შეუძლიათ მიმდინარე რეფორმების შინაარსში ჩაწვდნენ დეტალებს, ასევე ისაუბრონ რეფორმის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებებზე!
რაც შეეხება პრემიერის როლს:
ასეთ დებატებში პრემიერის ფუნქცია არა რეფორმის ცალკეული დეტალების ცოდნაა მხოლოდ (სადაც მაღალი დონე იყო წარმოდგენილო ), არამედ ქვეყნის განვითარების ფართო სურათის დანახვაა… პრემიერ-მინისტრს ევალება, განათლების რეფორმა წარმოაჩინოს, როგორც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების პარადიგმის ნაწილი. რაც აბსოლიტურად იყო წარმოდგენილი!
მან აგვიხსნა, როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი ეკონომიკის ტრანსფორმაციას და სტრუქტურულ ცვლილებებს…
ჯამში:
პრემიერმა იცოდა დეტალები და გააძლიერა მინისტრი.
მინისტრმა იცის დეტალები მიკრომენეჯმენტის დონეზე!
აკადემიური დონე უარგუმენტოდ საუბრობს.
ოპოზიცია პროვოკატორობს და პოპულისტობს!
Ps დიდი სიამოვნებით მოვისმენდი პრემიერის და ბოკერიას ან პრემიერის და გვარამიას დებატს…” – წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები.

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

14 სთ წინ4 წთ
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

17 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

3 დღის წინ2 წთ