— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ალბათ, მეცოლასთვის, კალასისთვის და კოსისთვის, დემოკრატია არის უმცირესობის მმართველობა უმრავლესობაზე ირაკლი კირცხალია – ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციაზე – მერამდენედ უნდა ვნახოთ ეს ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენმა საზოგადოებამ გასცა პასუხი, რომ მათ შანტაჟს არ ექვემდებარება ირაკლი კირცხალია – ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის ირაკლი კირცხალია – ყველა მიჩვეულია, რომ ყოველ ორშაბათს იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომა და როდესაც სხვა თარიღი სახელდება, ამან გამოიწვია მითქმა-მოთქმა
პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან – ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება, როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან

ნიკოლოზ მეტრეველი: ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან – ეს არის დემოკრატიული…

დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, წერს სოციალურ ქსელში.

მეტრეველის განცხადებით, პრემიერის ქმედება „არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება“ და ზოგიერთი ევროპელი ლიდერისგან განსხვავებით, რომლებიც დებატების მსგავს ფორმატს გაურბიან ირაკლი კობახიძის ღიაობა კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის მის მზაობას არგუმენტირებული დიალოგისთვის.

„დღეს, ქართულ თანამედროვე პოლიტიკაში აშკარად იკვეთება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ღიად მონაწილეობს საჯარო დებატებში პრაქტიკულად ყველა ოპონენტთან, მათ შორის იმ პოლიტიკოსებთანაც, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება საერთოდ არ იცნობს.
პრემიერის ეს ნაბიჯი მხოლოდ პიარული ჟესტი არ არის. ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დემონსტრირება. როდესაც ქვეყნის პირველი პირი მზად არის საჯარო დისკუსიისთვის ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ოპონენტთან, ნიშნავს, რომ ხელისუფლება არ გაურბის კითხვებს, კრიტიკას და პასუხისმგებლობას.
სამწუხაროდ, რეალობა ისიც არის, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში ე.წ. დემოკრატიული ლიდერები მსგავს ფორმატში დებატებს ხშირად არ თანხმდებიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ოპონენტები ან ჟურნალისტები მათთვის არაპოპულარულ კითხვებს სვამენ. ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთი ღიაობა კიდევ უფრო გამოკვეთილად აჩვენებს პოლიტიკურ თავდაჯერებულობას და მზადყოფნას არგუმენტირებული დიალოგისთვის“,- წერს ნიკოლოზ მეტრეველი.