— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

ნინო ლაცაბიძე: მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ უნდა აისახოს არცერთი საწარმოს საქმიანობა, სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი და მოთხოვნა, რომელსაც საწარმოებს ვუყენებთ

ნინო ლაცაბიძე: მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ უნდა აისახოს არცერთი საწარმოს საქმიანობა, სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი და…

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების საკითხები განიხილეს.

„სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად შევხვდით საწარმოების წარმომადგენლებს და მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია მიმდინარე საკითხებზე, რომლებმაც პოზიტიური გავლენა უნდა მოახდინოს ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. საზოგადოების მხრიდან რა თქმა უნდა, მაღალია ინტერესი, თუ როგორ მუშაობენ საწარმოები რუსთავში და რას აკეთებენ იმისთვის, რომ მოხდეს გადაიარაღება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვა. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე არ უნდა აისახოს არცერთი საწარმოს საქმიანობა, სწორედ ესაა ჩვენი მთავარი მიზანი და მოთხოვნა, რომელსაც საწარმოებს ვუყენებთ“, – აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა, სამინისტრო რუსთავში არსებული საწარმოების უფრო აქტიურ მონიტორინგს განახორციელებს.

„დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა იმას, რომ გარკვეული საკითხების იდენტიფიცირება მომხდარიყო. რუსთავის მოსახლეობამ იცის, რომ ქალაქში ბოლო პერიოდში გახშირდა სუნის პრობლემა, ასევე გარკვეული საწარმოების მხრიდან გამოფრქვევის პრობლემებიც იყო. ჩვენ შევთანხმდით, რომ აქტიურად გაგრძელდება სამინისტროს მხრიდან მონიტორინგი იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა.

მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ქალაქ რუსთავში, ბოლო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია, თუმცა გამოწვევები ისევ არსებობს.

„რუსთავში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გატარდა იმისათვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების დანერგვაა, რომელიც დღეს თითქმის ყველა საწარმოს აქვს. თუმცა, ბოლო პერიოდში რუსთავში შეიმჩნევა უსიამოვნო სუნის გავრცელება და ჰაერის დაბინძურების კუთხით გამოწვევები კვლავ აქტუალურია. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა შეხვედრა საწარმოების წარმომადგენლებთან “, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

ბიზნესსექტორთან გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოების კონტროლს კიდევ უფრო გააძლიერებს. გარემოს დაცვის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, რუსთავში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის შესაბამისი სტანდარტების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს და მათი საქმიანობის მონიტორინგის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღეს.

ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ