— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მეცნიერება

Nvidia ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამაც 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

Nvidia ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამაც 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ამერიკული კორპორაცია Nvidia მსოფლიოში პირველი კომპანია გახდა, რომლის კაპიტალიზაციამ 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Bloomberg-ი სერვისის TradingView მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ Nvidia-ს აქციები ამერიკულ ბირჟაზე ​Nasdaq 3,31%-ით გაიზარდა და 207,68 დოლარი შეადგინა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 5,05 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

ფასების ზრდა დაკავშირებულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებასთან, რომ ის ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან Nvidia-ს მიერ წარმოებულ ხელოვნური ინტელექტის პროცესორების – Blackwell-ის ექსპორტის საკითხს განიხილავს. ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯენსენ ჰუანმა, ცოტა ხნის წინ ეს პროცესორები ოვალურ კაბინეტში აჩვენა, ხოლო ტრამპმა მათ „სუპერ-პუპერ-ჩიპები“ უწოდა.

აშშ-ის ლიდერმა პირობა დადო, რომ Blackwell-ის გამარტივებული ვერსიის ჩინეთში ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავს.