ოზურგეთში, ჩოგბურთის სამოყვარულო ღია ტურნირი „ოზურგეთის თასი 2025“ მიმდინარეობს

ოზურგეთში 25-28 სექტემბერს ჩოგბურთის სამოყვარულო ღია ტურნირი – „ოზურგეთის თასი 2025“ მიმდინარეობს.

ტურნირი, როგორც ერთეულთა, ისე წყვილთა თანრიგში („მიქსდ დაბლ” ფორმატში) 18+ ასაკის ქალთა და მამაკაცთა შორის, წყვილთა შორის თამაშები კი Pro-Am პრინციპით იმართება.

თამაშს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ღურჯუმელიძე დაესწრნენ.

28 სექტემბერს, სამოყვარულო ტურნირის ფინალური დღე, საზეიმო ღონისძიებით და დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდება. დაჯილდოვდება 12 პრიზიორი.

ტურნირი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციისა და ოზურგეთის მერიის მხარდაჭერით ტარდება. ტურნირის პარტნიორია მოყვარულ ჩოგბურთელთა ასოციაცია „სმეში”.

უახლესი

მსგავსი სტატიები