— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!
პოლიტიკა

POLITICO: ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის სანდოობაზე შიშები კვლავ რჩება – ლიდერების საბოლოო ერთობლივი განცხადებიდან ამოღებულია ვაშინგტონის მიერ კიევის მხარდაჭერის შესახებ ვალდებულება

POLITICO: ევროპას უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის სანდოობაზე შიშები კვლავ რჩება – ლიდერების საბოლოო ერთობლივი განცხადებიდან…

ევროპამ და აშშ-მა, პარიზში, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიცია წარმოადგინეს, მიესალმნენ უსაფრთხოების გარანტიებს ამერიკის მხარდაჭერით და წარადგინეს დეტალური გეგმა კიევის გრძელვადიანი გაძლიერებისთვის, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ბრიტანული და ფრანგული ჯარების განლაგების შესახებ, – წერს გამოცემა POLITICO.

მხარდაჭერის ნიშნად, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა, დადებითად შეაფასეს ევროპელების მუშაობა იმ გეგმის შემუშავებაში, რომელიც რუსეთთან მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს უსაფრთხოების გარანტიას შესთავაზებდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც აღნიშნა, რომ ევროპელები, ამერიკელები და უკრაინელები შთანხმდნენ უკრაინისთვის „მტკიცე“ უსაფრთხოების გარანტიებზე.

თუმცა, გამოცემის ცნობით, “პარიზში გაკეთებული ოპტიმისტური განცხადებები ვერ გააქარწყლებს ეჭვებს აშშ-ის მიერ უკრაინისა და ევროპის კონტინენტის მხარდაჭერისადმი ერთგულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იმედი იყო, რომ ვაშინგტონი უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებდა, საბოლოო დეკლარაციას მხოლოდ “მსურველთა კოალიციამ” მოაწერა ხელი.”

უკრაინისთვის განკუთვნილ მრავალეროვნულ ძალებში ამერიკის მონაწილეობის დეტალები ამოღებულია POLITICO-ს მიერ ნანახი ადრინდელი პროექტიდან. იმ ვერსიაში გათვალისწინებული იყო, რომ აშშ აიღებდა ვალდებულებას, „დახმარებოდა ძალებს თავდასხმის შემთხვევაში“ და უზრუნველეყო სადაზვერვო და ლოგისტიკური მხარდაჭერა.

სტატიის თანახმად, ლიდერებმა ასევე თავი აარიდეს აშშ-ის ვალდებულებების სანდოობაზე საუბარს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიის ხელში ჩაგდებით დაიმუქრა.

მსგავსი სიახლეები.

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

44 წთ წინ1 წთ
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

48 წთ წინ3 წთ
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა პოლიტიკა

არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

3 სთ წინ2 წთ