— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

„პოლიტიკო“ – კაშ პატელი ოქტომბერში რუსეთში გამგზავრებას გეგმავს

„პოლიტიკო“ – კაშ პატელი ოქტომბერში რუსეთში გამგზავრებას გეგმავს

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კაშ პატელი ოქტომბერში რუსეთში გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ აშშ-ის ოფიციალურ პირზე და გეგმებთან დაკავშირებულ სხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პატელი, შესაძლოა, რუსეთს 14-15 ოქტომბერს ეწვიოს. ის ჯერ – მოსკოვში, შემდეგ კი სანკტ-პეტერბურგში ჩავა,  თუმცა, როგორც წყაროები აღნიშნავენ, შეიძლება, ვიზიტის გრაფიკი შეიცვალოს.

„პოლიტიკო“ წერს, რომ, სავარაუდოდ, პატელს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში მიიღებენ. ჯერჯერობით უცნობია, შეხვდება თუ არა ის ვლადიმერ პუტინს. როგორც „პოლიტიკო“ აღნიშნავს, ვიზიტთან დაკავშირებით გამოძიების ფედერალური ბიურომ ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა.

„პოლიტიკოს“ ცნობით, FBI-ს ხელმძღვანელის ვიზიტი ბოლოს რუსეთში 2013 წელს შედგა, როდესაც მოსკოვს ბიუროს მაშინდელი დირექტორი რობერტ მიულერი ეწვია.