ფოთის ახალ, თანამედროვე ჰარდის საფარიან კორტებზე ,,ფოთის თასი 2025″ გაიმართა

ტურნირი „ფოთის თასი 2025“ ფოთის ახალ, თანამედროვე ჰარდის საფარიან კორტებზე გაიმართა. ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ჩოგბურთის ტურნირს დაესწრო.

შეჯიბრება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტურნირში როგორც ბ კატეგორიის, ისე ა+ბ შერეული წყვილების თანრიგში დარეგისტრირებული 64 ჩოგბურთელი მონაწილეობდა.

ტურნირი „ფოთის თასი 2025“ საჩოგბურთო კლუბ „ბრეიქ პოინტ ფოთის“ ორგანიზებით ჩატარდა.

ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ ტურნირის დასასრულს, გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები