დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მოქალაქეები, რომლებიც ტბაზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ, ძლიერი ქარისა და ღელვის გამო ნაპირზე დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ და დახმარებას ითხოვდნენ.
სამაშველო ოპერაცია ქ. ფოთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოდან მიღებული ოპერატიული შეტყობინების საფუძველზე განხორციელდა. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის რეინჯერებმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეები ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს


მსგავსი სტატიები


