უკრაინის ძალისხმევა, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში მიაღწიოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას, ევროკავშირის მთავრობების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობას წააწყდა, – წერს საუნფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
„მათ არ სურთ იმ პრობლემების „პანდორას ყუთის“ გახსნა, რომლებიც, მათი შიშით, შესაძლოა სწრაფ გაწევრიანებას მოჰყვეს“, – ნათქვამია სტატიაში.
უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ რუსეთთან ომის დასასრულებლად გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირში გაწევრიანების თარიღად 2027 წელი განისაზღვროს.
თუმცა, დიპლომატების თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა – მათ შორის ისეთმა გავლენიანმა სახელმწიფოებმა, როგორიცაა საფრანგეთი და გერმანია – პირად საუბრებში სკეპტიციზმი გამოხატეს გაწევრიანების პროცესის შესაძლო რეფორმის მიმართ.
სააგენტო Reuters-ი რვა ევროპელ დიპლომატსა და ოფიციალურ პირს ესაუბრა. მათგან ბევრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის დედაქალაქებში ამ იდეის მიმართ გარკვეული მერყეობა შეინიშნება.
მათი ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი ის არის, რომ თუ უკრაინა და სხვა ქვეყნები ევროკავშირის წევრობას წინასწარვე მიიღებენ, ისინი აღარ გააგრძელებენ რეფორმების გატარებას, მაგალითად, კორუფციასთან ბრძოლას




