— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი
პოლიტიკა

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ

რობერტ კენედი უმცროსი: გერმანიის ხელისუფლება უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას…

აშშ-ის ჯანდაცვის მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა X-ზე ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ის გერმანიის ჯანდაცვის მინისტრთან გაგზავნილ წერილზე საუბრობს. მას მიაჩნია, რომ ის, რაც გერმანიაში ახლა ხდება, აშშ-ისგან მკაფიო რეაგირებას მოითხოვს.

რობერტ კენედი მიმართვაში ამბობს, რომ გერმანიაში ათასობით ექიმს და მათ ათასობით პაციენტს პანდემიის პერიოდში პირბადეების ტარების ან COVID-19-ის ვაქცინაციისგან გათავისუფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის გამო, სისხლისსამართლებრივი დევნა და სასჯელი ემუქრება.

როგორც კენედი თავის წერილში ხსნის, გერმანია მიზნად ისახავს იმ ექიმების დევნას, რომლებიც თავიანთ პაციენტებს პირველ ადგილზე აყენებენ, ხოლო მოქალაქეებს სჯიან იმის გამო, რომ ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. მას მიაჩნია, რომ გერმანიის მთავრობა ახლა არღვევს პაციენტი-ექიმის ურთიერთობას და მას საშიში სისტემით ცვლის, სადაც ექიმები სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები ხდებიან.

კენედი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შეიძლება ამ სისტემას მოჰყვეს. ის ამბობს, რომ ამ დროს ექიმი არა პაციენტის ჯანმრთელობაზე, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე ზრუნავს. მისი თქმით, „არცერთი დემოკრატია, რომელიც დაფუძნებულია ნდობასა და გამჭვირვალობაზე, არ უნდა წავიდეს ამ მიმართულებით. პაციენტებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ თავისუფლება, მიიღონ პირადი სამედიცინო გადაწყვეტილებები იძულების ან პოლიტიკური ზეწოლის გარეშე“.

კენედი გერმანიის მთავრობას მიმართავს, რომ შეცვალოს ეს მიდგომა. შეწყვიტოს ეს დევნა, აღადგინოს უსამართლოდ ჩამორთმეული ლიცენზიები, შეწყვიტოს იმ ექიმების დასჯა, რომლებიც კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ და პატიოსნად ემსახურებოდნენ თავიანთ პაციენტებს და გერმანელ ხალხს მისცენ საშუალება, თავად მიიღონ ინფორმირებული სამედიცინო გადაწყვეტილებები.

„გერმანიიდან გავრცელებული ცნობები აჩვენებს, რომ მთავრობა უგულებელყოფს პაციენტის უფლებას და ზღუდავს მოქალაქეების შესაძლებლობას, სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარი რწმენისა და სინდისის მიხედვით იმოქმედონ. სწორედ ამიტომ, პარასკევს წერილი გავუგზავნე გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს. ჩემს წერილში მკაფიოდ განვაცხადე, რომ გერმანიას აქვს შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა, შეცვალოს ეს მიმართულება, აღადგინოს სამედიცინო ავტონომია, დაასრულოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და დაიცვას ის უფლებები, რომლებიც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველს ქმნის“, – დაწერა მან X-ზე.

მსგავსი სიახლეები.

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ… პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს

1 წთ წინ3 წთ
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა პოლიტიკა

არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

2 სთ წინ2 წთ
ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?!

5 სთ წინ3 წთ