„რუსთავი“ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა, „სპაერი“ პლეი ოფში ითამაშებს

საფეხბურთო კლუბმა „რუსთავმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში „დინამო თბილისი 2“ 3:0 დაამარცხა, კონკურენტისთვის მიუწვდომელი გახდა და ეროვნული ლიგის საგზური ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა.

გიორგი ცეცაძის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში გოლები გაიტანეს ნიკა ჯაფარიძემ, ჟან სოუზა დე ალმეიდამ და ბილი ჯიბრილმა.

რუსთაველების კონკურენტი „სპაერი“ კი ბოლნისის „სიონთან“ გასვლით შეხვედრაში 0:3 დამარცხდა, რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერს 7 ქულით ჩამორჩა და პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა, თუმცა ელიგაში გადასასვლელ პლეი ოფში ითამაშებს. გადაწყდა ისიც, რომ ამ წაგების შედეგად „დინამო თბილისი 2“ ლიგა 3-ში დაქვეითდა.

ელიგა 2, 34-ე ტური

სამტრედია – გონიო 3:2

მერანი მრ. – მეშახტე 1:1

იბერია 2 – ლოკომოტივი 2:1

რუსთავი – დინამო 2 თბ 3:0

სიონი – სპაერი 3:0

უახლესი

მსგავსი სტატიები