— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

საბერძნეთში ძლიერი შტორმის, „ბაირონის“ გამო დახურულია სკოლები

საბერძნეთში ძლიერი შტორმის, „ბაირონის“ გამო დახურულია სკოლები

საბერძნეთში ძლიერი შტორმის, „ბაირონის“ გამო დახურულია სკოლები, შეფერხებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დღეს დილიდან ძლიერი წვიმაა ატიკაში, პელოპონესში, კრეტაზე, ევიაში, სპორადებში, თესალიასა და ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით.

ატიკის რეგიონში დახურულია ყველა სკოლა, შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

წყალდიდობა დაფიქსირდა რამდენიმე რაიონში, მათ შორის მანდრაში, ალიმოსსა და კერაცინიში, რის გამოც დაიხურა ათენ-კორინთის ეროვნული მაგისტრალი.

ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განცხადებაში აღნიშნა, რომ მომდევნო საათებში მოსალოდნელია წვიმისა და ქარიშხლის კიდევ უფრო გაძლიერება.

ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.