საკალათბურთო სუპერლიგის ვარსკვლავთა მატჩის სასტარტო ხუთეულები ცნობილია

საქარველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „ოლ სტარი“ 25 იანვარს რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართება. ერთმანეთს ლეგიონერებისა და ქართველების გუნდები დაუპირისპირდება. სუპერლიგის საიტზე დასრულდა გულშემატკივართა გამოკითხვა, რომელმაც გამოავლინა მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულები.

ლეგიონერები: მონტეს მატისი (რუსთავი), დეტრეკ ბრაუნინგი (ქუთაისი), მაირინ ტომასი (ბათუმი), ტაირი ბოიკინი (ქუთაისი), დენგ მაკი (ბათუმი). მწვრთნელი: ბექა წივწივაძე (კავკასია).

ქართველები: ნიკოლოზ თოთლაძე (ორბი), ლევან ბაბილოძე (ბათუმი), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), აკაკი დვალიშვილი (ბათუმი), ვლადიმერ თავაქარაშვილი (გორი). მწვრთნელი: ლუკა ნოზაძე (ვსა).

სათადარიგო მოთამაშეებს მწვრთნელები შეარჩევენ.

უახლესი

მსგავსი სტატიები