— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
საქართველო

„საქართველოს მელიორაციისა“ და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს

„საქართველოს მელიორაციისა“ და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებმა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრებთან შეხვედრა…

წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია სარწყავი წყლის მართვის სისტემაში ფერმერების ჩართვის საუკეთესო ფორმაა. ასეთი გაერთიანებები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. გაერთიანებას ფერმერები თავად ქმნიან და სარწყავი წყლის მოხმარების პროცესს თავადვე მართავენ. ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

შპს „საქართველოს მელიორაციისა“ და მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლების წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის გამგეობის წევრებთან და თანამშრომლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც, სამომავლოდ, სარწყავი სისტემების მართვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროცესს მკვეთრად გააუმჯობესებს.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ, მონაწილეებმა ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხი დაათვალიერეს. აღსანიშნავია, რომ პირველი წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია (საგარეჯო-1), რომელშიც 184 ადგილობრივი ფერმერია გაერთიანებული, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის გ-16 და გ-31 გამანაწილებლების არეალში დაფუძნდა და მოიცავს სოფლებს: გიორგიწმინდას, ნინოწმინდას და წყაროსთავს.

წყალმომხმარებელთა ორგანიზაცია საგარეჯო-1,„საქართველოს მელიორაციასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით, გეგმავს წევრების სარწყავი წყლით უზრუნველყოფას და სამელიორაციო სერვისების მკვეთრ გაუმჯობესებას.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ