— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა

საქართველოს მიწის რესურსების შესახებ მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა

მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის პლატფორმასთან -Power BI – საქართველოს მიწის ფონდის შესახებ გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრაციით, შესაძლებელი გახდა მიწის რესურსების შესახებ ანალიტიკური მონაცემების მიღება ინტერაქტიულ რეჟიმში. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ბიზნეს-ანალიტიკის პლატფორმა Power BI შექმნილია კომპანია მაიკროსოფტის (Microsoft) მიერ და მთავარი მიზანია სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და ვიზუალურად წარმოდგენა.

მონაცემები მოიცავს ინფორმაციას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო სამეურნეო მიწების შესახებ, მათი ფართობებისა და რეგიონული განაწილების მიხედვით. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღონ განახლებადი ინფორმაცია როგორც სტატიკური ცხრილების, ასევე ინტერაქტიული გრაფიკების, დიაგრამებისა და შედარებითი ანალიზის ფორმით.

სტატისტიკური მონაცემები ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ „კორინის“ მიწის დაფარულობის კლასიფიკატორს (CORINE LandCover), რომელიც ევროპაში ფართოდ გამოიყენება მიწათსარგებლობის მონაცემების ერთიანი სტანდარტით აღრიცხვისა და შედარებისათვის. კლასიფიკატორი საქართველოს მონაცემებს თავსებადს ხდის საერთაშორისო მონაცემებთან.
მიწის რესურსების ანალიზზე მარტივი ხელმისაწვდომობა დაეხმარება როგორც სახელმწიფო უწყებებს, ბიზნეს სექტორსა და ინვესტორებს გადაწყვეტილების მიღებასა და პროექტების მარტივად დაგეგმვაში, ასევე სტუდენტებს, მკვლევრებს და მედიას ინფორმაციის მარტივად მოპოვებაში.

მონაცემები ხელმისაწვდომია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან გეოგრაფიულ საინფორმაციო პორტალსა (portal.mepa.gov.ge) და სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე (https://land.gov.ge/Ge/Services/Database).

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ