— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
საქართველო

საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დანერგვის შედეგები შეჯამდა

საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დანერგვის შედეგები შეჯამდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით დაწყებული პროექტი – „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ – შემაჯამებელი ღონისძიებით დაიხურა. ინფორმაციას დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„პროექტი 2020 წელს დაიწყო და მიზნად ისახავდა როგორც ეროვნული პოლიტიკისა და ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნას, ისე დეგრადირებული საძოვრების აღდგენის პრაქტიკული მაგალითის ჩვენებას.

დახურვის ღონისძიება ონლაინ ფორმატით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ. მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა პროექტის ფარგლებში გაწეული სამუშაო და განაცხადა, რომ იგი ძლიერ საფუძველს ქმნის საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვისთვის.

მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძემ ისაუბრა საძოვრების მართვის რეფორმის პირველ ეტაპზე – საძოვრების ინვენტარიზაციასა და შეფასებაზე, როგორც ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე. მან ყურადღება გაამახვილა მონაცემებზე დაფუძნებული მართვის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საძოვრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასება აუცილებელია როგორც დეგრადაციის შემცირებისთვის, ისე გრძელვადიანი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად შეიქმნა საძოვრების მართვის ერთიანი ეროვნული პოლიტიკა და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო; საპილოტე მუნიციპალიტეტებში: დმანისში, გურჯაანსა და ყაზბეგში ჩატარდა საძოვრების ინვენტარიზაცია და შეფასება; ასევე, შემუშავდა მიწის დეგრადაციის მონიტორინგის თანამედროვე მიდგომები; საპილოტე სოფლებში შეიქმნა და გაძლიერდა საძოვრით მოსარგებლე თემების გაერთიანებები, რომლებიც საძოვრებს ერთობლივად და შეთანხმებულად მართავენ; 530 ჰექტარზე მოეწყო თანამედროვე, კონტროლირებადი ძოვების სისტემა საჭირო ინფრასტრუქტურით.

პროექტი განხორციელდა გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და „კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის“ (REC Caucasus) მხარდაჭერით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ