სალონიკის კადეტთა ევროპის თასზე საქართველომ 14 მედალი მოიპოვა

საბერძნეთის ქალაქ სალონიკიში კადეტთა ევროპის თასი გაიმართა. საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ტურნირზე ასპარეზობა 14 მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

ჩემპიონობა იესო სამსიანმა (-73 კგ), ლუკა აბგაიძემ (-90 კგ) და ნიკოლოზ აფციაურმა (+ 90 კგ) იზეიმეს.

ვიცე-ჩემპიონები ნიკოლოზ ფალელაშვილი (-60 კგ), ნიკა ბრეგვაძე (-66 კგ), გიორგი

მჭედლიშვილი (-73 კგ), ოთარ ჯაფარიძე (- 90 კგ) და მაია ღვალაძე (+70 კგ) გახდნენ.

ბრინჯაოს მედლები კი თორნიკე მდინარაძემ (-55 კგ), გიგი კეკვიაშვილმა (-66 კგ), გიორგი გეწაძემ (-73 კგ), ლუკა ბუზიაშვილმა (-81 კგ), თამარ გამიაშვილმა (-63 კგ) და ნია ქაფიანიძემ (+90 კგ) მოიპოვეს.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები