— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის მისამართით, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სადავო საზღვარი გადაკვეთა, გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის მისამართით, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სადავო საზღვარი…

სამხრეთ კორეაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო გემის მისამართით, რომელმაც ორ ქვეყანას შორის სადავო საზღვარი გადაკვეთა, გასროლა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გემმა ჩრდილოეთის სასაზღვრო ხაზი გადაკვეთა სამხრეთ კორეის სასაზღვრო კუნძულ ბენგნიონგთან დაახლოებით დილის 5 საათზე, მაგრამ უკან დაიხია მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებმა გაავრცელეს აუდიოგაფრთხილება და გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

ჯერჯერობით უცნობია, გახსნეს თუ არა ჩრდილოეთ კორეის ძალებმა საპასუხო ცეცხლი.

გამოცემის ინფორმაციით, სამხრეთ კორეის სამხედრო ძალები ხშირად ახორციელებდნენ გამაფრთხილებელ გასროლებს ჩრდილოეთ კორეის საპატრულო ან კომერციული გემების მოსაგერიებლად, რომლებიც მის ტერიტორიულ წყლებში იჭრებიან.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის სადავო საზღვარი ხშირად დაპირისპირების საგანი ხდება. 2010 წელს ჩრდილოეთის მიერ სამხრეთ კორეის კუნძულის დაბომბვისა და სამხრეთ კორეის საზღვაო გემის დაბომბვის დროს ჯამში 50 სამხრეთ კორეელი დაიღუპა.