— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
საქართველო

სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევით ცენტრში ფერმის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევით ცენტრში ფერმის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ფერმის მართვის სისტემის (FMS) განვითარების საკითხებზე მონაწილეებმა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო‑კვლევით ცენტრში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს, – ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, მეცხოველეობის და საკვებწარმოების კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტები, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლები და საერთაშორისო კონსულტანტი მანონ შუფერსი ესწრებოდა.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რათა FMS სისტემა სრულად შეესაბამებოდეს როგორც ეროვნულ მოთხოვნებს, ისე ევროკავშირის სტანდარტებს.

„ჩვენი მიზანია, საქართველოში ფერმის მართვის თანამედროვე, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემა სწრაფად განვავითაროთ. ამ თანამშრომლობით ვქმნით არა მხოლოდ ტექნიკურ პლატფორმას, არამედ საფუძველს თანამედროვე აგრარულ კვლევებსა და ჯანსაღი სოფლის მეურნეობისთვის“, – აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა.

საერთაშორისო კონსულტანტის მანონ შუფერსის შეფასებით, ფერმის მართვის სისტემის განვითარება ხელს შეუწყობს საქართველოს სოფლის მეურნეობის საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებას, მხარს დაუჭერს ადგილობრივი ჯიშების დაცვას და მდგრადი მართვის თანამედროვე პრაქტიკების დანერგვას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ