— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
საქართველო

სოსო გიორგაძე აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

სოსო გიორგაძე აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს შეხვდა

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მცხეთის სათავო ოფისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელს დიანა კოსტას უმასპინძლა. ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა საქპატენტსა და აშშ-ის საელჩოს შორის წლების განმავლობაში არსებულ პოზიტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. საქპატენტის თავმჯდომარემ ამერიკული მხარის მონაწილეობით შესრულებული პროექტების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა სტუმრებს თანამშრომლობისათვის.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქპატენტში ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები, მათ შორის განსაკუთრებით აღინიშნა პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის რეფორმა, რომლის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც ორიენტირებული პროფესიული განვითარების ხელშეწყობასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმების გაძლიერებაზე. ასევე,ხაზგასმით აღინიშნა ევროპის საპატენტო ორგანიზაციასთან ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირება, რის შედეგადაც საქართველოში შესაძლებელი გახდა ევროპული პატენტების აღიარება, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს უცხოელი განმცხადებლებისთვის საპატენტო დაცვის მიღებას.

საუბარი შეეხო, აგრეთვე, ახალი სამაგისტრო პროგრამის „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ დანერგვას, რომელიც ამოქმედდა WIPO-ს, KIU-სა და საქპატენტს შორის გაფორმებული სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე და წარმოადგენს უნიკალურ საგანმანათლებლო ინიციატივას რეგიონში. აღინიშნა საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში განხორციელებული რეფორმაც, რომლის შედეგადაც განისაზღვრა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების აკრედიტაციის წესი და დაინერგა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების თანამედროვე, გამჭვირვალე მექანიზმები.

საქპატენტის წარმომადგენლებმა ამერიკულ მხარეს მიაწოდეს სტატისტიკური მონაცემები საქართველოში რეგისტრირებული ამერიკული წარმოშობის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების შესახებ. მათ შორის პატენტების, სასაქონლო ნიშნებისა და სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე იმსჯელეს, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, ინტერნეტ-მეკობრეობის პრობლემაზე, რომელიც ციფრულ გარემოში ავტორთა და სხვა უფლებამფლობელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამასთან, განიხილეს აღნიშნული მიმართულებით მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილება და საკანონმდებლო პრაქტიკა.

შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული მიმართულების სპეციალისტი ნია ლომაძე, საქპატენტის მხრიდან – თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, სასაქონლო ნიშნების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დარეჯან მჭედლიძე, საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ნინი ჯინჭარაძე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებასა და ინოვაციური გარემოს განვითარებას.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ