სპორტის მინისტრი სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებულ გუნდებს შეხვდა და ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატება უსურვა.

მცხეთის N1 საჯარო სკოლის ვაჟთა და ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები ბრაზილიაში სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაემგზავრებიან, სადაც ფუტსალის სასკოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ. ტურნირში გუნდები 23 ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ორწლიანი ციკლით ტარდება, მასში გამარჯვებულ სკოლათა გუნდები კი სასკოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობენ.

შეხვედრას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე და ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი კონსტანტინე ამირეჯიბი ესწრებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უახლესი

მსგავსი სტატიები