სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ კრივის ახალგაზრდულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა და მომავალ ასპარეზობებშიც წარმატება უსურვა.
მონტენეგროში კრივის 15-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართა. ახალგაზრდა მოკრივეებმა ასპარეზობა ცხრა მედლით დაასრულეს, კერძოდ, სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით.
ახალგაზრდა მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.


